თუკი სამშენებლო სამუშაოების ხელმისაწვდომი, სწრაფი და შედეგიანი დასრულება პრიორიტეტია, მაშინ ჰილტის ალმასის ჭრისა და ბურღვის ტექნოლოგიით შესრულებული სამუშაოები სწორედ თქვენთვისაა.
რას გთავაზობთ MBG Rent? HILTI-ის ალმასის ჭრისა და ბურღვის ტექნოლოგიით შესრულებული სამუშაოები:
ნებისმიერი დიამეტრის ზედაპირში ნახვრეტების შექმნა სხვადასხვა საჭიროებისთვის (კაბელები, ვინტილაცია, მილები სხვადასხვა ტიპის გამაცხელებლის მონტაჟისთვის, კარის ღიობის ამოღება და სხვ.)
ხმაურისა და ვიბრაციის შემცირება ნგრევა-დემონტაჟისას;
დარტყმის ძალის შემცირებით ბზარებისა და ზედაპირის დაზიანების თავიდან არიდება.
ჰილტის აჭრელი აპარატი იძლევა საუკეთესო შედეგს ისეთი მყარი ზედაპირების ჭრისას, როგორებიცაა ბეტონი, ხელოვნური თუ ბუნებრივი ქვები, აგური, ბლოკი და სხვ. ხოლო ჰილტის საბურღი აპარატი შექმნილია სხვადასხვა ზედაპირის (ჭერის, იატაკის, კედლის...) უნაკლო ბურღვისთვის, ზედაპირის
ყოველგვარი დაზიანებისა გარეშე.
MBG Rent-ის სპეციალისტები შეგისრულებენ თქვენთვის საჭირო საქმეს უმოკლეს დროში მაქსიმალურიხარისხის გარანტიით.
MBG Rent გთავაზობთ მყარი ზედაპირის ჭრის მომსახურებას ჰუსქვარნას საჭრელით - Husqvarna K 760 Cut-n-Break
Husqvarna-ს Cut-n-Break მეთოდი შესანიშნავი არჩევანია, როდესაც საჭიროა ღრმა ჭრა კუთხეებში გადაკვეთის გარეშე.გრძელი კორპუსი და ორმაგი საჭრელი პირები საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ ჭრილები 40 სმ-მდე სიღრმეზე. ორი მაღალსიჩქარიანი პირი ხერხის ჭრილში წარმოქმნის ბირთვს, რომელიც შემდგომ მარტივად იმტვრევა ხერხის თანმხლები ხელსაწყოს მეშვეობით.
ჭრის განსაკუთრებული სიღრმე და ეფექტური მეთოდი თქვენთვის საჭირო საქმის მარტივად და ხარისხიანად შესასრულებლად.
მაქსიმალური ჭრის სიღრმე - 400 მმ საჭრელი დისკის დიამეტრი, მაქს - 230 მმ სიმძლავრე - 3,7 კვტ