ჩვენ შესახებ » Rent MB.GE

ჩვენ შესახებ

ინფორმაცია კომპანიის შესახებ, ვინ ვართ ჩვენ

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

MBG Rent 2018 წელს დაარსდა, საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული სამშენებლო კომპანიის MBG Construction-ის ბაზაზე.

MBG Rent მომხმარებელს სთავაზობს ყველანაირ სამშენებლო ინვენტარს, წვრილ სამშენებლო ტექნიკას, ბეტონის ჩასხმის, ჭრის, ბურღვის და ნგრევის მომსახურებას.
სამშენებლო გამოცდილება გვეხმარება გავითვალისწინოთ მომხმარებლის საჭიროებები, გაუთვალისწინებელი თუ დაუძლეველი გარემოებები, დავეხმაროთ კლიენტებს არა მხოლოდ ასორტიმენტით არამედ სასარგებლო რჩევებით და რეკომენდაციებით, რათა მიიღონ ოპტიმალური შედეგი, მომხმარებლისგან საპასუხოდ ვიღებთ უამრავ დადებით რეკომენდაციას, პარტნიორულ/მეგობრულ ურთიერთობას, რაც ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის ფუნდამენტია.
ემბიჯი რენთის გუნდი ყოველდღიურად მუშაობს ჩვენი ინვენტარისა თუ სერვისების თქვენამდე მარტივად მოწოდებაზე. ვფარავთ რა ყველა რეგიონს და გეხმარებით, გქონდეთ ევროპული სტანდარტის ინვენტარი თქვენი მშენებლობისთვის, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ნებისმიერი გამოწვევა თუ საჭიროება, რომელიც სამშენებლო სექტორს შესაძლოა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, MBG Rent სისტემატიურად აფართოვებს ინვენტარისა და ხელსაწყოების სპექტრს და სამუშაო არეალს. ჩვენი ოფისები და საწყოებები წარმოდგგენილია როგორც თბილისში, ასევე ბათუმშიც, რაც პროდუქტისა თუ სერვისი მიწოდებისას კლიენტისთვის დაზოგილ დროს, შემცირებულ ხარჯსა და მეტ კომფორტს ნიშნავს.

თქვენი პარტნიორი მშენებლობაში

MBG RENT

მისამართები: თბილისი, ა. თვალჭრელიძის ქუჩა N20; ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის V ჩიხი, N4.

50
თანამშრომელთა რაოდენობა
6
წელი თქვენთან ერთად
35
სერვისების რაოდენობა

პარტნიორი კომპანიები