თუკი სამშენებლო სამუშაოების ხელმისაწვდომი, სწრაფი და შედეგიანი დასრულება პრიორიტეტია, მაშინ ჰილტის ალმასის ჭრისა და ბურღვის ტექნოლოგიით შესრულებული სამუშაოები სწორედ თქვენთვისაა.
რას გთავაზობთ MBG Rent? HILTI-ის ალმასის ჭრისა და ბურღვის ტექნოლოგიით შესრულებული სამუშაოები:
ნებისმიერი დიამეტრის ზედაპირში ნახვრეტების შექმნა სხვადასხვა საჭიროებისთვის (კაბელები, ვინტილაცია, მილები სხვადასხვა ტიპის გამაცხელებლის მონტაჟისთვის, კარის ღიობის ამოღება და სხვ.)
ხმაურისა და ვიბრაციის შემცირება ნგრევა-დემონტაჟისას;
დარტყმის ძალის შემცირებით ბზარებისა და ზედაპირის დაზიანების თავიდან არიდება.
ჰილტის აჭრელი აპარატი იძლევა საუკეთესო შედეგს ისეთი მყარი ზედაპირების ჭრისას, როგორებიცაა ბეტონი, ხელოვნური თუ ბუნებრივი ქვები, აგური, ბლოკი და სხვ. ხოლო ჰილტის საბურღი აპარატი შექმნილია სხვადასხვა ზედაპირის (ჭერის, იატაკის, კედლის...) უნაკლო ბურღვისთვის, ზედაპირის
ყოველგვარი დაზიანებისა გარეშე.
MBG Rent-ის სპეციალისტები შეგისრულებენ თქვენთვის საჭირო საქმეს უმოკლეს დროში მაქსიმალურიხარისხის გარანტიით.
ემბიჯი რენთი გთავაზობთ მყარი ზედაპირის ჭრის მომსახურებას ჰუსქვარნას ფირმის საჭრელით - Husqvarna Power Cutter Husqvarna K 4000
K 4000 ამცირებს წყლის გამოყენების საჭიროებას მუშაობისას. სხვა ელექტრო საჭრელებისგან განსხვავებით, დანა წინა მიმართულებით ბრუნავს, რაც შესაძლებლს ხდის შესანიშნავი შედეგის მიღებას ოპერატორის ძალისხმევის მაქსიმალურად შემცირებით.
Husqvarna K 4000 ადვილად ადაპტირებადია მშრალი ჭრისთვის, რათა შემცირდეს მუშაობისას წარმოქმნილი მტვრის მოცულობა.
მაქსიმალური ჭრის სიღრმე - 125 მმ საჭრელი დისკის დიამეტრი, მაქს - 350 მმ სიმძლავრე - 2,7 კვტ