ემბიჯი რენთი უკვე ბათუმშია!
კომპანია ფლობს 12 000 კვ. მ ფართობის სასაწყობე ფართს თბილისში (20 ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა) და 1000 კვ. მ ფართობის საწყობს ბათუმში ( ფრიდონ ხალვაშის V შესახვევი, N4). MBG Rent გთავაზობთ თქვენთვის სასურველ ინვენტარსა თუ სამშენებლო მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.
ჩვენ ვიცით რას ნიშნავს კარგი მომსახურება და სასურველი შედეგის მიღების გარანტიის ქონა!
რატომ?
ემბიჯი რენთი გთავაზობთ პროდუქტს, უმაღლესი ხარისხის ინვენტარს თქვენი მშენებლობისთვის და ზრუნავს არა მხოლოდ ხელსაწყოებისა თუ ინვენტარის ხარისხზე, არამედ კლენტის კმაყოფილების დონეზეც ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის შემდგომ.
MBG Rent-ს ენდობიან და ეს ნდობა სწორედ პროფესიონალურ მიდგომასა და მომხმარებელთან მეგობრულ ურთიერთობას ემყარება.
როგორც სამშენებლო სექტორში დასაქმებული ნებისმიერი პირი და ალბათ, მათ შორის თქვენც, დაგვეთანხმებით, რამდენად მნიშვნელოვანია სასურველი საქმის სწრაფად მოგვარება და წინასწარ განსაზღვრული შედეგის დანახვა. ჩვენი კომპანია მონაწილეობდა 1000-ზე მეტი პროექტის წარმატებით დასრულებაში, ხოლო სანდო და ერთგული პარტნიორის ყოლა როგორც ჩვენთვის, ასევე ნებისმიერი კომპანიისთვის პირველხარისხოვანია.
ემბიჯი რენთის გუნდი ყოველდღიურად მუშაობს ჩვენი ინვენტარისა თუ სერვისების თქვენამდე მარტივად მოწოდებაზე. ვფარავთ რა ყველა რეგიონს და გეხმარებით, გქონდეთ ევროპული სტანდარტის ინვენტარი თქვენი მშენებლობისთვის, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ნებისმიერი გამოწვევა თუ საჭიროება, რომელიც სამშენებლო სექტორს შესაძლოა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, MBG Rent სისტემატიურად აფართოვებს ინვენტარისა და ხელსაწყოების სპექტრს და სამუშაო არეალს. ჩვენი ოფისები და საწყოებები წარმოდგგენილია როგორც თბილისში, ასევე ბათუმშიც, რაც პროდუქტისა თუ სერვისი მიწოდებისას კლიენტისთვის დაზოგილ დროს, შემცირებულ ხარჯსა და მეტ კომფორტს ნიშნავს.
და თუკი ეძებთ მაღალ ხარისხს, პროფესიონალ გუნდსა და კომპანიას, რომელმაც იცის უსაფრთხოებისა და ამავდროულად, მშენებლობისას დროის ფასი, მაშინ MBG Rent სწორი არჩევანია!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.